20 მაისი 2024,   17:47
ვრცლად
ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ზვავს სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ზვავს სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ თოვლის ქვეშ არის მოყოლილი.

სამძებრო და სამაშველო ოპერაცია ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მაშველებმა 20-ზე მეტი ადამიანი ამოიყვანეს. უღელტეხილზე ჩამოწოლილმა თოვლის მასამ ტურისტებით სავსე დაახლოებით 6 მანქანა ჩაიტანა. დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე დაუდგენელია.

დღის ამბები