20 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
ფინეთის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი გადადგა. ეს გადაწყვეტილება მან არჩევნებში დამარცხების შემდეგ მიიღო. ფინურ მედიაში წერენ, რომ სანა მარინმა გადადგომის შესახებ განცხადებით პრეზიდენტს მიმართა, რომელმაც ის უკვე დააკმაყოფილა.

სანა მარინის გუნდი ახლა დროებითი მთავრობის რანგში იმუშავებს, ვიდრე ახალი მინისტრთა კაბინეტი შეიქმნება.

ფინეთის პრემიერ-მინისტრის პარტიამ, "სოციალ-დემოკრატებმა" არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა. არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე პეტერი ორპო მთავრობის ფორმირებისთვის კონსულტაციებს მომავალი კვირიდან დაიწყებს.

დღის ამბები