20 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, სურს თუ არა მოსკოვთან მოლაპარაკებები - ჯონ კირბი

მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, სურს თუ არა მოსკოვთან მოლაპარაკებები, – ეს განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა.

როგორც თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში განაცხადა, უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ შეიძლება.

"მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, მზად არის თუ არა და როდის არის მზად მოლაპარაკებისთვის, რა კონტექსტში და რის შესახებ. მიგვაჩნია, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ შეიძლება“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ეს განცხადება კირბიმ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომ უკრაინული მხარე, გარკვეული პირობებით, მზად არის რუსეთის ფედერაციასთან ყირიმთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოოს.

 

დღის ამბები