20 მაისი 2024,   17:47
ვრცლად
სოციალურ ქსელში აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი ვრცელდება

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი სოციალურ ქსელებში ვრცელდება. "ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, ინფორმაცია უკრაინას, ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთს ეხება.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ღია წვდომაში 100-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი აღმოჩნდა, მათი შინაარსი კი, შესაძლოა, დამაზიანებელი იყოს. ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსანმა ინფორმაციის გაჟონვას "ხუთი თვალის" ალიანსისთვის, რაც დიდი ბრიტანეთს, შეერთებულ შტატებს, ავსტრალიას, ახალი ზელანდიას და კანადას მოიცავს საშინელება უწოდა.

დღის ამბები