20 მაისი 2024,   17:47
ვრცლად
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების 17 პოზიციას დაარტყეს - ბოლო ამბები ფრონტის ხაზიდან

უკრაინაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის 2 დასახლება დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხარკივის ოლქში დაბომბვის შედეგად დაიჭრა ერთი მამაკაცი - ის კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოლქში, ასევე, ნაღმის გააქტიურების შედეგად, დაშავდა ერთი მოქალაქე.

რუსული ჯარის მიერ დონეცკის ოლქის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვისას 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა ავიაციამ და არტილერიამ ოკუპანტების კონცენტრირებულ 17 უბანს დაარტყეს. შეტევა განხორციელდა 4 საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, საბრძოლო მასალის საცავზე და ომის 5 რადიო-ელექტრონულ სადგურზე.

რუს სამხედროებს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასა და მარინკას მახლობლად "კოლოსალური დანაკარგები" აქვთ - ამბობს უკრაინის სამხედრო სპიკერი. ოლექსი დმიტრაშკოვსკის ინფომრაციით, ოკუპანტები აქ ყოველდღიურად 400-მდე ჯარისკაცს კარგავენ.

დღის ამბები