21 მაისი 2024,   00:13
ვრცლად
უკრაინის არმიამ, გაზაფხულის ნაცვლად, კონტრშეტევა, შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს

ვითარება უკრაინაში - გასულ ღამით რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 9 დასახლებაზე იერიში მიიტანეს, დაიბომბა მიკოლაივის ოლქის ქალაქი ოჩაკივი. აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონის ოლქშიც.

უკრაინის არმიამ, გაზაფხულის ნაცვლად, კონტრშეტევა, შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს - ამბობს შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი ქვეყნის პრემიერი.

ომის პარალელურად, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გრძელდება. კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა და უკრაინას ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს დაპირდა.

ომის დაწყებიდან, კანადის მთავრობამ უკრაინას 6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა სახის დახმარება გაუწია. 

ცნობილი ხდება რამშტაინის ფორმატის მე-11 შეხვედრის დეტალები. ის 21 აპრილს გერმანიაში შედგება და მას ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს. უკრაინა განსახილველ საკითხებს შორის პრიორიტეტად საჰაერო თავდაცვის სისტემებს ასახელებს.

დღის ამბები