20 მაისი 2024,   22:41
ვრცლად
მოსკოვი ამბობს, რომ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოცდილია - ამბობს მოსკოვი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებმა ასტრახანში, კაპუსტინ იარის პოლიგონზე ჩაატარეს და პროცესს წარმატებული უწოდეს.

უწყების ცნობით, გამოცდამ დაადასტურა, რომ ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებსაც სტრატეგიული დანიშნულების ახალი სარაკეტო კომპლექსების შემუშავებისას იყენებენ, სწორია.

დღის ამბები