21 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
მიანმარიში სამხედრო ხუნტის მიერ ერთ-ერთი სოფლის დაბომბვას 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა

ასამდე მშვიდობიანი მოქალაქე - მათ შორის ქალები და ბავშვები შეეწირნენ მიანმარიში სამხედრო ხუნტის მიერ ერთ-ერთი სოფლის დაბომბვას.

ბირმის ეროვნული ერთიანობის მთავრობაში მომხდარს "ომის დანაშაული" უწოდეს. თავდასხმა დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმაც და იმედი გამოთქვა, რომ მომხდარში დამაშავე პირები პასუხს აგებენ. თუმცა რეალურად რამდენად მოხდება ასე, რთული სათქმელია.

მიანმარში უკვე სამი წელია ძალაუფლება მორიგი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად სამხედროებს აქვთ. ამ პერიოდის განმავლობაში, ქვეყანაში ათასობით ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები