21 მაისი 2024,   01:58
ვრცლად
"არაგონივრულია გვქონდეს იმის იმედი, რომ ვინმე სხვა მოგვიტანს გამარჯვებას, ეს ყველას საერთო დავალებაა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებები შეაჯამა. მისი თქმით, გამარჯვებულია ის, ვინც ბოლომდე იბრძვის.  

"დღეს შტაბის მორიგი სხდომა გავმართე. უპირველეს ყოვლისა განვიხილეთ საბრძოლო ვითარება. ძირითადი მიმართულებები როგორიცაა ბახმუტი, ავდიივკა, ზოგადად დონეცკის და ლუჰანსკის ოლქი.

ჩვენ ახლა ომის ისეთ ეტაპზე ვართ, როცა მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და პარტნიორებისთვის, არ დაკარგონ იმ გზის შეგრძნება, რომელიც უნდა გადავლახოთ. შარშანდელთან შედარებით, ბევრ ადგილას ახლა უფრო სიმშვიდეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ომი უგულებელვყოთ ან ნაკლებად ორიენტირებული ვიყოთ სახელმწიფოს დახმარებაზე.

არაგონივრულია გვქონდეს იმის იმედი, რომ ვინმე სხვა მოგვიტანს გამარჯვებას. ეს ყველას საერთო დავალებაა. იმარჯვებს ის, ვინც ამისთვის იბრძვის და ვინც იარაღს აწვდის, ვინც ტერორისტული სახელმწიფოს შესაძლებლობებს ამცირებს და უკრაინის პოტენციალს ზრდის," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

 

 

 

 

დღის ამბები