20 მაისი 2024,   23:32
ვრცლად
პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესახებ გამოძიება გაგრძელდება იქამდე, სანამ აშშ-ის ხელისუფლება არ გაარკვევს, ვინ გაასაჯაროვა ისინი - ლოიდ ოსტინი

პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესახებ გამოძიება გაგრძელდება იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება არ გაარკვევს, ვინ გაასაჯაროვა ისინი, - "ამერიკის ხმის" ცნობით, ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გააკეთა.

"ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და გადავატრიალებთ ყველა ქვას, სანამ არ ვიპოვით წყაროს და გაჟონვის მასშტაბებს," - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

პენტაგონის ხელმძღვანელი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელმაც დოკუმენტების გაჟონვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისივე განმარტებით, პენტაგონმა იცის, რომ დოკუმენტების გამოქვეყნება მოხდა 28 თებერვალსა და 1-ელ მარტს, თუმცა არაფრის თქმა არ შეუძლია იმასთან დაკავშირებით, სხვა დოკუმენტები გამოქვეყნდა თუ არა უფრო ადრე.

ცნობისთვის, პენტაგონის ერთ-ერთი გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი იმყოფება. 23 მარტს დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, დიდ ბრიტანეთს უკრაინაში სპეცრაზმის ყველაზე დიდი, 50-კაციანი კონტინგენტი ჰყავს, შემდეგ მოდის ლატვია (17), საფრანგეთი (15), აშშ (14) და ნიდერლანდები (1). დოკუმენტში არ არის აღნიშნული, სად არიან განლაგებული ძალები და რას აკეთებენ ისინი.

დღის ამბები