20 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
"გესმით საერთოდ რას აკეთებთ?! " - ანატოლი ბიბილოვი ლუჰანსკში რუსეთის არმიის ახალწვეულებს უპირისპირდება

ანატოლი ბიბილოვი ლუჰანსკში რუსეთის არმიის ახალწვეულებს უპირისპირდება. მათ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს აცხადებს, ე.წ "სამხრეთ ოსეთის" ექს დე ფაქტო პრეზიდენტი ლაჩრებად მოიხსენიებს და ბრძანების შესრულებისკენ მოუწოდებს.

ვიდეო უკრაინულ ტელეგრამ არხზე ვრცელდება. სააგენტოს ინფორმაციით, საოკუპაციო ძალის ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა ბახმუტში საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მათთან მოსალაპარაკებლად ანატოლი ბიბილოვი ჩავიდა.

"მე სამხრეთ ოსეთიდან ვარ, პრეზიდენტი ვიყავი. ახლა აქ ვარ, თქვენთან. რისთვის? რიაზანის სამხედრო სასწავლებელი დავამთავრე, ვმსახურობდი 76-ე დივიზიაში. თქვენ გესმით საერთოდ რას აკეთებთ?! როგორ უნდა შეხედოთ თვალებში იმ ბიჭებს, რომლებიც ამ წუთებში ასრულებენ საკუთარ მოვალეობას?"- აცხადებს ბიბილოვი.

 

დღის ამბები