21 მაისი 2024,   01:58
ვრცლად
რუსულმა სამხედრო ძალებმა ხარკოვის ოლქში სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს

უკრაინაში კვლავ მიზანმიმართულად იბომბება საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო დაწესებულებები - იერიშებს კი მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. რუსულმა სამხედრო ძალებმა სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს ხარკოვის ოლქში.

9 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა დაბომბვას დონეცკის ოლქში. დაშავებულია 22 ადამიანი. ოკუპანტებმა 55 საარტილერიო ჭურვი გაისროლეს ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტების მიმართულებით.

9-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა სლოვიანსკზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

დღის ამბები