20 მაისი 2024,   22:03
ვრცლად
საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში - მოსახლეობა საპენსიო რეფორმის დამტკიცებას აპროტესტებს

საპენსიო რეფორმის დამტკიცებას საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ფრანგული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად პარიზში ნაგვის ურნებს, ველოსიპედებსა და ქუჩებში აგებულ ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს.

არეულობა იყო სხვადასხვა ქალაქში. სამართალდამცველებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი აირის გამოიყენეს.

საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირა. საბჭომ კანონის ზოგიერთი ელემენტი დაუშვებლად ცნო, თუმცა ძირითადი სადავო ნაწილი დაამტკიცა, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს. მაკრონმა საპენსიო კანონს ხელი უკვე მოაწერა.

დღის ამბები