21 მაისი 2024,   00:37
ვრცლად
იტალიის რკინიგზის თანამშრომლებმა გაფიცვა დაიწყეს - პროტესტში სარკინიგზო ჯგუფის თანამშრომლების 80 პროცენტზე მეტი მონაწილეობს

იტალიის რკინიგზის თანამშრომლებმა გაფიცვა დაიწყეს. ქვეყნის მასშტაბით სამუშაო პირობების გაუარესების პროტესტის ნიშნად სატრანსპორტო გაერთიანება გაიფიცა. პროტესტში საშუალოდ იტალიის სახელმწიფო სარკინიგზო ჯგუფის თანამშრომლების 80 პროცენტზე მეტი მონაწილეობს.

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და დამატებით პერსონალის გამოყოფას ითხოვენ. 


 

დღის ამბები