21 მაისი 2024,   01:28
ვრცლად
მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, ომის დანაშაულები და ადამიანური ტრაგედიები - როგორ ხვდება უკვე მეორედ აღდგომის დღესასწაულს ომში მყოფი ქვეყანა  

ომის 416-ე დღეს ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება. ქალაქებისთვის ახლა გადამწყვეტი და უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს. აგრესორი დანაკარგს განიცდის, თუმცა უკან არ იხევს. ანადგურებს ყველას და ყველაფერს, მათ შორის მიზანმიმართულად ბომბავს საცხოვრებელ სახლებსა და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას. 

უკვე მეორედ, აღდგომის დღესასწაულს ქვეყანა შეზღუდვებით ხვდება. სოფელ კობზარციში, ადგილობრივებს სამართალდამცველებმა საფლავებზე გასვლა აუკრძალეს. სოფელში, რომელიც რუსებს ჰქონდათ ოკუპირებული, ახლა მხოლოდ 42 ადამიანი ცხოვრობს. მათ სასაფლაოზე მისვლა ტერიტორიაზე არსებული ნაღმების გამო შეეზღუდათ.

ახალი იმედითა და გამარჯვების მოლოდინით ხვდებიან აღდგომას სოფელ ლუკაშივკაში, იქ, სადაც ეკლესია ომმა შეიწირა. 

აღდგომას უკრაინა მშვიდობიანი მოსახლეობის ყოველდღიური მკვლელობის, ათასობით ახალი ცხედრის, ომის დანაშაულებისა და ადამიანური ტრაგედიების ფონზე უმძიმეს პირობებში შეხვდა. ომის 416-ე დღეს მსხვერპლი კვლავ დიდია. დღეს რუსულმა სამხედრო ძალებმა ხარკოვის ოლქში სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს, დონეცკის ოლქში კი დაბომბვისას 9 ადამიანი დაიღუპა. 11-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი სლავიანსკზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო სამუშაოები, ჯერ კიდევ გრძელდება.

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მტრის დანაკარგები 181 550-ზე მეტ ჯარისკაცს, 3 600-ზე მეტ ტანკს და 307 თვითმფრინავს შეადგენს.

 

დღის ამბები