21 მაისი 2024,   01:28
ვრცლად
"ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" - უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე შევიდნენ

რუსულმა სამხედრო ძალებმა, ღამით, ქალაქ ხარკოვსა და ხარკოვის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, დაზიანებულია ადგილობრივი საწარმო და კერძო სახლები.

64-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 5 სასაზღვრო დასახლება.

ომის შესწავლის ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პოზიციები დაიკავეს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დასანქცირდნენ ის პირები ვინც  ინვესტიციას რუსეთში ახორციელებენ.

"ძალაში შევიდა სამი ახალი გადაწყვეტილება სანქციების შესახებ იმ პირების მიმართ, რომლებიც ინვესტიციას რუსეთში ახორციელებენ და მხარს უჭერენ აგრესიას. ეს არის სანქციების კიდევ ერთი პაკეტი რუსული თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოების წინააღმდეგ, რომელიც ტერორისტული არმიის მხარდაჭერის.

სანქციების დანარჩენი ორი სია მოიცავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლას ხელს უწყობენ და მონაწილეობენ თავისუფლების განადგურებაში როგორც თავად რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ჩვენს მიწაზე. სანქციების პაკეტები დეტალურად მუშავდება. ამოცანა ისაა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლის არავითარი შესაძლებლობა არ ჰქონდეს.

მნიშვნელოვანია რუსეთის ბირთვულ ინდუსტრიაზე გლობალური შემზღუდველი მუშაობის დაწყება. ნებისმიერი ენერგია არის იარაღი კრემლისთვის. ეს ზუსტად ისაა, რაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხდება და რასაც რუსეთი მსოფლიო შანტაჟისთვის იყენებს. კარგია, რომ დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, იაპონიამ და კანადამ შექმნა ალიანსი, რომელმაც ტერორისტული სახელმწიფოს ბირთვული ინდუსტრია გლობალური ბაზრიდან უნდა ამოიღოს," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები