20 მაისი 2024,   23:48
ვრცლად
სუდანში ზავის დრო იწურება - საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე კონფლიქტის ზონაში რჩებიან, რომელთა გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება

რამდენიმე საათი ვადის ამოწურვამდე - სუდანში ზავის დრო იწურება. ქვეყანაში ისვე რჩებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ევაკუაციას ელოდებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე აწარმოებს მოლაპარაკებებს მათ უსაფრთხოდ გამოსაყვანად.

შეერთებულმა შტატება სუდანიდან ამერიკელი დიპლომატები და მათი ოჯახები უკვე გაიყვანა. მათ ხართუმი ვერტმფრენებით დატოვეს.

პარალელურად, "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" მეთაური აცხადებს, რომ მზად არიან ცეცხლის შესაწყვეტად, რათა სუდანელმა ხალხმა მიიღოს პირველადი და ჰუმანიტარული დახმარება. 

"სწრაფი რეაგირების ძალები მხარს უჭერს გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილებებს, რაც ომის კანონთან, მშვიდობიანი მოსახლეობისა და უცხოელების სიცოცხლის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და მივესალმებით ყველა საერთაშორისო ინიციატივას, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა ომის ტკივილს აარიდოს.

ჩვენ ერთგული ვართ ცეცხლის შეწყვეტის, რათა სუდანელები გამოვიდნენ სამედიცინო დახმარების მისაღებად. ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შესაწყვეტად სუდანელი ხალხისთვის.

არმიის მეთაური, გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი იყო ის, ვინც სამჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რასაც მოწმობს საერთაშორისო საზოგადოება. მე წამოვიწყე ცეცხლის შეწყვეტა, მან კი უარყო. ჯართან პრობლემა არ მაქვს. ჩვენ მხოლოდ ბურჰანის და მისი დაჯგუფების ჩაბარება გვინდა,"- აცხადებს მოჰამედ ჰამდან დაგალო.

მწვავე დაპირისპირება ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის 15 აპრილს დაიწყო, დაიღუპა 400-ზე მეტი და დაშავდა ათასობით ადამიანი.

დღის ამბები