21 მაისი 2024,   01:28
ვრცლად
სუდანის არმია და "სწრაფი მხარდაჭერის ძალები" 72 საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - ენტონი ბლინკენი

ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ სუდანის არმია და "სწრაფი მხარდაჭერის ძალები" 72 საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - ამის შესახებ - ენტონი ბლინკენმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა "ტვიტერზე" დაწერა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეს შევიდა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ სუდანში ქვეყნის არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის უთანხმოება 15 აპრილის შემდეგ გამწვავდა. დაპირისპირება სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაიღუპა 400 და დაშავდა 3500-ზე მეტი ადამიანი.

 
 
დღის ამბები