20 მაისი 2024,   22:41
ვრცლად
ორ ბირთვულ სახელმწიფოს - რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების რისკები მუდმივად იზრდება - ვლადიმერ ერმაკოვი

ორ ბირთვულ სახელმწიფოს - რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების რისკები მუდმივად იზრდება - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის გაუვრცელებლობისა და იარაღის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა.

ვლადიმერ ერმაკოვის თქმით, სიტუაციის გასაუმჯობესებლად, ვაშინგტონმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები დეესკალაციის კუთხით და უარი თქვას რუსეთისთვის საფრთხისშემცველ კურსზე.

"თუ ვაშინგტონი ვითარებას ორ უძლიერეს ბირთვულ სახელმწიფოს შორის სამხედრო შეტაკებამდე მიიყვანს, მაშინ შემაშფოთებელი იქნება მთელი მსოფლიოს ბედი,"-განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

 
დღის ამბები