20 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს - დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები  

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს. დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.

ქვემეხებითა და არტილერიით გაუხსნეს ცეცხლი ოკუპანტებმა სუმის ოლქის 4 დასახლებას.
აფეთქებების ხმა ისმოდა გვიან ღამით ზაპოროჟიას ოლქშიც, სადაც ოკუპანტებმა თავდასხმა კამიკაძე დრონებით განახორციელეს. 

რა ჩაითვლება ომში უკრაინის გამარჯვებად? - შესაბამისი დოკუმენტი მოამზადა კონგრესმა.
რეზოლუციის მიხედვით, გამარჯვებად 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კიევის მიერ ტერიტორიის სრული კონტროლის დაბრუნება ჩაითვლება.

პარალელურად, დასავლეთი კიევისთვის შეიარაღების მიწოდებას განაგრძობს - დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას "ჩელენჯერ-2"-ის ტანკებისთვის ათასობით საბრძოლო მასალა გაუგზავნა.


დღის ამბები