20 მაისი 2024,   22:41
ვრცლად
რუსეთმა უნდა წააგოს, არ შეიძლება მსოფლიოს სხვა მიზანი ჰქონდეს - ზელენსკი

რუსეთმა უნდა წააგოს, არ შეიძლება მსოფლიოს სხვა მიზანი ჰქონდეს - განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა წარადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ.

"ვერავინ  იგრძნობს თავს დაცულად, თუ აგრესორი არ დამარცხდება. მსოფლიომ ასევე იცის, რომ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. ეს საერთო ინტერესია. რუსული ტერორის ყოველი გამოვლინება, აგრესიის ყოველი დღე არის დამატებითი არგუმენტი იმისა, რომ ეს ყველაფერი ტრიბუნალში უნდა დასრულდეს. რუსეთმა უნდა წააგოს. მსოფლიოს სხვა მიზანი არ შეიძლება ჰქონდეს. სხვა ყველაფერი არის სიცოცხლის დამარცხება, კანონის დამარცხება, თვით სამყაროს დამარცხება.

დღეს ჩვენმა საერთაშორისო სანქციების ექსპერტთა ჯგუფმა წარმოადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. სანქციების დოკუმენტი იქნება მსოფლიოს ყველა ლიდერის, როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი და ბიზნეს ლიდერის მაგიდაზე. სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის, ატომური ინდუსტრიისა და აბსოლუტურად, ყველას წინააღმდეგაა, ვინც ეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს," - აცხადებს ზელენსკი. 

დღის ამბები