20 მაისი 2024,   22:41
ვრცლად
უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე ევროკომისიასა და ევროკავშირის ხუთ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ჩაიშალა - უკრაინული მედია

უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე ევროკომისიასა და ევროკავშირის ხუთ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ჩაიშალა - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკრაინის პროდუქციაზე აკრძალვა დააწესეს, ევროკომისიამ პრობლემების დასაბუთების მიზნით სტატისტიკის წარდგენა მოსთხოვა.

ევროკომისია ბულგარეთის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის თხოვნას უკრაინიდან ხორბლის, სიმინდის და მზესუმზირის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით უკვე დათანხმდა, თუმცა ქვეყნებმა სიაში სხვა პროდუქტების დამატებაც მოითხოვეს.

ევროკომისიამ აკრძალვის მოსახსნელად ამ ქვეყნებს 100 მილიონიანი დახმარება შესთავაზა. 

 

დღის ამბები