20 მაისი 2024,   22:03
ვრცლად
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება კრემლის მიერ არის ორგანიზებული

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება კრემლის მიერ არის ორგანიზებული. ევროაქტივის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლონეთის პროკურატურამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიზნესმენმა მარკ ფალენტამ განაცხდა, რომ ტუსკმა უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც მისი კომპანიის ინსპექტირება მოითხოვა.

ფალენტას კომპანია რუსეთიდან პოლონეთში ქვანახშირის იმპორტში იყო ჩართული.

"ეს სცენარი კირილიცათია დაწერილი" – წერს ტუსკი "ტვიტერში" და ამტკიცებს, რომ პოლონელ ბიზნესმენს, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს კრემლთან. 

დღის ამბები