21 მაისი 2024,   00:38
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკის და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ვოლოდიმირ ზელენსკის და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველი კომუნიკაციაა ჩინეთის და უკრაინის ლიდერებს შორის- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

"მჯერა, რომ ეს სატელეფონო ზარი, ისევე როგორც უკრაინის ელჩის დანიშვნა ჩინეთში, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას,"- დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე.

მას საუბრის სხვა დეტალებზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

დღის ამბები