20 მაისი 2024,   23:48
ვრცლად
"მხოლოდ აბსოლუტურ ბოროტებას შეუძლია ასეთი ტერორის გაღვივება უკრაინის წინააღმდეგ" - ვოლოდიმერ ზელენსკი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში ნავთობის საცავი იწვის. სევასტოპოლის მოსკოვის მიერ დანიშნული ე. წ. გუბერნატორის, განცხადებით, ხანძარი დრონით თავდასხმამ გამოიწვია. რუსეთი უკრაინაზე იერიშებს აგრძელებს. ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 11 დაშავდა რუსეთის მიერ დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად.

24-მდე გაიზარდა უმანში, მსხვერპლთა რიცხვიც. ტრაგედიას უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმერ ზელენსკი გამოეხმაურა.

"რუსული რაკეტის ჩამოვარდნით გამოწვეული ნგრევა უმანში, რომელსაც 23 ადამიანის, მათ შორის 4 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დიდი ტრაგედიაა. ყველას, ვინც გადარჩა მეზობლები ეხმარებიან. დედისა და მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა რუსულმა აგრესიამ დნიპროპეტროვსკის რაიონშიც.

მხოლოდ აბსოლუტურ ბოროტებას შეუძლია ასეთი ტერორის გაღვივება უკრაინის წინააღმდეგ. დღეს ჩვენმა საჰაერო ძალებმა 23-დან 21 რუსული რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს. ეს რომ არა, ტერორისტულ სახელმწიფოს შეეძლო მოესწრო კიდევ ბევრი მსხვერპლი ჰყოლოდა, მეტი სიცოცხლე შეეწირა. და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ტერორი და გადავარჩინოთ ხალხი მხოლოდ იარაღით,“ - ამბობს ვოლოდიმერ ზელენსკი

დღის ამბები