21 მაისი 2024,   00:13
ვრცლად
ხალხი ამბობს, რომ მე არ ვარ ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ კარგი მამა ამ პერიოდში, ჩემ შვილებს ჩემი მეუღლე და ომი ზრდის - ზელენსკი

უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუს დროს, უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ სულიერ მდგომარეობასა და გამძლეობაზე საუბრობს. ვოლოდიმერ ზელენსკი ამბობს, რომ ის კარგი მამა არ არის და აღნიშნა, რომ "ომისგან დასვენება არ შეუძლია."

"მე ყველა ტრაგედიით ვცხოვრობ, არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ომს მივეჩვიეთ,“ - აღნიშნა მან.

ვოლოდიმერ ზელენსკის და მის მეუღლეს, ოლენა ზელენკას ორი შვილი ჰყავთ. პრეზიდენტის თქმით, ომში მყოფი ქვეყნის მართვა და მამობის დაბალანსება შეუძლებელი ამოცანაა.

"ხალხი ამბობს, რომ მე არ ვარ ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ კარგი მამა ამ პერიოდში. ჩემ შვილებს ჩემი მეუღლე და ომი ზრდის,“ - ამბობს ვოლოდიმერ ზელენსკი.

მიუხედავად ომისა და მისგან გამოწვეული ზარალისა, უკრაინის პრეზიდენტი ოპტიმიზმს არ კარგავს.

"პირველად, როცა რეგიონი გავათავისუფლეთ, ახალი ცხოვრების გემოს ჰგავდა", - თქვა ზელენსკიმ.

 

დღის ამბები