19 მაისი 2024,   04:37
ვრცლად
"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა" - ევროკავშირი ახალ 2 წლიან პროექტს იწყებს

"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა" - ევროკავშირის პროექტის მიზანია, გაძლიერდეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობები, ამასთან შემუშავდეს აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტის და სტრუქტურული დანაყოფის სასწავლო პროგრამები. პროექტი 24 თვე გაგრძელდება და მილიონ ნახევარი ევრო დაიხარჯება.

პრეზენტაციას ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა.

"ჩვენ აქ ვართ, რათა განვახორციელოთ კიდევ ერთი პროექტი სახალხო დამცველის ოფისთან ერთად, რომელსაც მხარს ვუჭერთ არსებობის მომენტიდან. ნამდვილად გვინდა გვქონდეს, ძალიან ძლიერი, დამოუკიდებელი, პროფესიონალი სახალხო დამცველის ოფისი, რომელიც იბრძვის უფლებებისთვის და რაც ყველაზე ღირებულია, რწმუნდება, რომ ადამიანის უფლებები და დემოკრატია სრულყოფილად ფუნქციონირებს საქართველოში. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი მუდამ მხარს უჭერს სახალხო დამცველის ოფის და გვაქვს ახალი პროექტი, რომელიც მომავალი 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ სახალხო დამცველის ოფისი სრულად ასრულებს კონსტიტუციის მინიჭებულ პასუხისმგებლობებს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროკავშირის ინიციატივით დაწყებული პროექტი მიმართულია მთლიანად სახალხო დამცველის აპარატისა და მისი საჭიროებების მხარდასაჭერად.

"ვიწყებთ ევროკავშირთან ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, 2 წლიან პროექტს, რომელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია. ეს პროექტი მიმართულია მთლიანად სახალხო დამცველის აპარატისა და მისნი საჭიროებების მხარდასაჭერად. დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველო არის ევროინტეგრაციის, ამ საკმაოდ რთულ გზაზე, სახალხო დამცველს ჰქონდეს მხარდაჭერა, რომ დაეხმაროს როგორც საკუთარ აპარატს, ასევე მის პარტნიორებს, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი ამ ქვეყანაში გაუმჯობესდეს და და გახდეს საფუძველი ევროპულ სივრცეში ჩვენი ინტეგრაციის", - განაცხადა იოსელიანმა.

დღის ამბები