რიგგარეშე სესიის ფარგლებში, დღეს კანონმდებლები თავდაცვის კოდექსის პაკეტს მეორედ განიხილავენ. ჯერჯერობით, უცნობია, შედგება თუ არა კვორუმი. წინა რიგგარეშე სხდომა, სადაც კოდექსში შესატანი ცვლილებები უნდა განეხილათ, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სესიის გახსნას 11 ხმა დააკლდა.
ოპოზიცია მიიჩნევს,რომ თავდაცვის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და მათი მხარდაჭერა არ ექნება.
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია ჯარის გაძლიერებისთვის და ის ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაზრდას ემსახურება.