18 მაისი 2024,   23:12
ვრცლად
მერია, აღმაშენებლის გამზირზე არსებულ საფეხმავლო მონაკვეთზე განთავსებულ ღია კაფეებს ვიზუალური ნაწილისა და სანებართვო დოკუმენტების მოწესრიგებას სთხოვს

აღმაშენებლის გამზირზე არსებულ საფეხმავლო მონაკვეთზე განთავსებული ღია კაფეების მესაკუთრეებს თბილისის მერია სანებართვო დოკუმენტების მოწესრიგებას სთხოვს.

კახა კალაძის განცხადებით, ამ მონაკვეთზე 40-მდე ღია კაფე ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფუნქციონირებს, კაფეების ქაოსური განლაგება კი ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას პრობლემას უქმნის.

"ძალიან მძიმე მდგომარეობა არის ვიზუალური და გემოვნებისა თვალსაზრისითაც. გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არის, იმხელაზეა გამოწეულ, რომ გავლა შეუძლებელია სახანძრო საჭიროების დროს ან თუნდაც სასწრაფო დახმარების თვალსაზრისით, შესაბამისად ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ. გეძლევათ ვადა იმისთვის, რომ ჩვენს შესაბამის სამსახურებთან მოაწესრიგოთ აღნიშნული პრობლემა, როგორც ვიზუალური, ასევე ნებართვების მხარე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს რეაგირება", - მიმართა კახა კალაძემ ღია კაფეების მფლობელებს.

დღის ამბები