17 ივნისი 2024,   15:20
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის არგუმენტს უკრაინაში შეჭრის შესახებ "სასაცილოს" უწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის არგუმენტს უკრაინაში შეჭრის შესახებ "სასაცილოს" უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია.

CNN-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება ჯო ბაიდენმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ბაიდენის თქმით, რუსეთის ფედერაციის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ ევროპული პრობლემა არ არის, ასეთი შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში არ ყოფილა.

დღის ამბები