15 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ლობისტური კონტრაქტები არა მხოლოდ მმართველი გუნდის, არამედ პირდაპირ მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტელეკომპანია "ფორმულამ" ამერიკულ ლობისტურ კომპანიას მაის-აგვისტოში განხორციელებულ მომსახურებაში 110 000 დოლარი გადაუხადა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლობისტური კონტრაქტები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგაბა.

"მე კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი აშშ-ს, რომ იქ დღემდე მოქმედებს "რუსული კანონი". სწორედ ამ "რუსული კანონის" წყალობით გახდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია "ფორმულაზე"“, ზოგადად კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მიერ გაწეული ლობისტური ხარჯების თაობაზე.

ხშირად ისმოდა იქ ნახსენები გვარები, ამბობდნენ, დამოუკიდებელი ექსპერტი, პოლიტიკოსი თუ ა.შ. როგორ ღელავს საქართველოს ბედზე. აღმოჩნდა, რომ ის ღელავს თურმე ლობისტურ კონტრაქტზე, რომელშიც ის არის ნახსენები. ყველაფერი დღესავით ნათელია. სინამდვილეში, ისინი ჩართული არიან ასეთ ქმედებებში, რომელიც პირდაპირ მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ.

ლობისტური კონტრაქტები არა მხოლოდ მმართველი გუნდის, არამედ პირდაპირ მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც არავისთვისაა გასაკვირი. ამ ყველაფრის სათავეში დგას ოლიგარქი კეზერაშვილი, რომელიც რატომღაც სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის უფლებით ევროკავშირის ქვეყნებში. ამაზე მუდმივად დავაყენებთ ჩვენ საკითხს ევროკავშირის წარმომადგენლებთან," – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები