15 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
თუ რამე კერძო ვიზიტი იყო, პრემიერმა თავის ხარჯებით დააფინანსა და ამას ნახავენ ისინი დეკლარაციაში - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან პრემიერის მიმართ პრეტენზიები უსაფუძვლოა და ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ვიზიტები საკუთარი ხარჯებით დაფარა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი დეკლარაციაშიც აისახა.

"მე არაერთხელ მოვუწოდე რადიკალურ ოპოზიციას, რომ ცუდ სიზმრებს რომ ნახავენ, დილით რომ ადგებიან, წყალს გაატანონ, ან ლოცვები წაიკითხონ და ა.შ. იმიტომ, რომ ჯერ ერთი წელი ეძებდნენ შავ ხვრელებს ქვეყანაში, შემდეგ თვითონ ამერიკელებმა და ბრიტანელებმა უთხრა, რომ დაანებეთ თავი ამ შავ ხვრელებს, არ არის საქართველოშიო და ა.შ. იგივეა პრემიერთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი - ითქვა ამასთან დაკავშირებით, რომ თუ რამე კერძო ვიზიტი იყო, პრემიერმა თავის ხარჯებით დააფინანსა და ამას ნახავენ ისინი დეკლარაციაში. არ შეეშალოთ წინა ხელისუფლების მეთაურისგან, რომელიც საკუთარი ოჯახის წევრების სწავლას აფინანსებდა ბიუჯეტიდან და ა.შ. ამაზე არავინ არ წამოეგება, ქართული საზოგადოება საკმაოდ განათლებულია. მათ შორის, სახელმწიფოებრივად, რომ ასეთ მინი პროვოკაციულ საკითხებზე არ წამოეგოს,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის გამო, პრემიერის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს პარტია "ლელო," "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი პროკურატურას მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.

 

დღის ამბები