15 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
პოდოლიაკის განცხადება განპირობებულია იმით, რომ საქართველოში კანდიდატის სტატუსის მიღების დაბრკოლება შექმნან - მიხეილ სარჯველაძე

პოდოლიაკის განცხადებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე კატეგორიულად მიუღებელსა და გაუმართლებელს უწოდებს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება მიზნად ისახავს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დაბრკოლება შექმნან, რათა შემდეგ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენონ.

„სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებაში არაერთი პოლიტიკოსი, ღიად პრაქტიკულად, ლობირებს საქართველოს შიგნით პოლიტიკურ პროცესებში ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოკვეთილად ვთქვათ, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ქართული ოპოზიციის დღის წესრიგი გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეშალოს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით.

პოდოლიაკის ეს განცხადება, ალბათ ერთადერთი ამ მოტივით შეიძლება იყოს განპირობებული, სხვა ახსნა ამას არ მოეძებნება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების დაბრკოლება შექმნან იმისთვის, რომ შემდეგ ეს გამოიყენონ ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად. სამწუხაროა, მაგრამ ეს ბევრი მიზეზით მიუღებელი განცხადება გახლავთ. ეს არც ობიექტურად მართებულია, და მეორეს მხრივ კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული უნდა ყოფილიყო. ყველა მხრივ და ყველა თვალსაზრისით გაუმართლებელია,“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი.

დღის ამბები