15 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
სინამდვილეში ეს არის ანტიქართული, ანტიევროპული და პირდაპირ ებრძვის ამ ქვეყნის რეალურ, ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს ეს ყველაფერი ერთად აღებული - მამუკა მდინარაძე

სინამდვილეში ეს არის ანტიქართული, ანტიევროპული და პირდაპირ ებრძვის ამ ქვეყნის რეალურ, ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს ეს ყველაფერი ერთად აღებული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„პოდოლიაკის განცხადება, კუბილიუსის დღევანდელი განცხადება, დანილოვის ძველი განცხადებები - ეს ყველაფერი ერთმანეთისგან კონტექსტიდან ამოგლეჯილად უნდა განვიხილო, თუ საერთო ჯაჭვის პატარ-პატარა ნაწილებია? თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის საერთო კონტექსტი, კუბილიუსი ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, როგორც იქნა თქვა კუბილიუსმა რა უნდათ; პოდოლიაკი ამბობს, რომ ერთი შანსი არ აქვს, არ უნდა მიიღოს სტატუსი საქართველომ, არ იმსახურებს, როგორც გინდათ ისე ვთარგმნოთ, ოღონდ სპეკულაციების გარეშე; დანილოვი ამბობდა, რომ ომში უნდა ჩავერთოთ და არა მხოლოდ დანილოვი, აქაც უჭერდნენ მხარს. ზოგს ბომბების წვიმა ერჩივნა, ზოგი გამოსაყენებელ ფანჯარაზე და შანსზე ლაპარაკობდა, ეს ყველაფერი ერთი კონტექსტია. მერე გვეუბნებიან, რომ საიდან მოიტანეთო.

სიმართლე არის ერთი - ვიღაც-ვიღაცები ომზეც თავად ლაპარაკობენ, რა თქმა უნდა დავალებით, პირდაპირ ცდილობენ რომ არ თქვან, შემოგვაპარებენ ხოლმე თითქოს, მაგრამ გაექცევათ ხოლმე სიტყვა. საქართველოს უშანსობაზე, რომელიც თან ტყუილია და არაობიექტურია, თვითონ ლაპარაკობენ. თვითონ ლაპარაკობენ იმაზეც, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

ამ ყველაფერზე რომ ვლაპარაკობთ ჩვენ, ერთად აღებული, ერთად აღებულზე გვაკრიტიკებენ და რუსულია. ცალ-ცალკე ნათქვამი ევროპული ყოფილა, არ არის ასე. სინამდვილეში ეს არის ანტიქართული, ანტიევროპული და პირდაპირ ებრძვის ამ ქვეყნის რეალურ, ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს ეს ყველაფერი ერთად აღებული,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი.

დღის ამბები