15 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
"პრეზიდენტის მხრიდან უნდა ყოფილიყო კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ ამ ორი კანდიდატის გაყვანა შეუძლებელი გამხდარიყო პარლამენტისთვის" - თინა ბოკუჩავა

"პრეზიდენტის მხრიდან უნდა ყოფილიყო კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ ამ ორი კანდიდატის გაყვანა შეუძლებელი გამხდარიყო პარლამენტისთვის,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, პრეზიდენტს ღია პოლიტიკური განცხადება უნდა გაეკეთებინა კანდიდატების გაწვევასთან დაკავშირებით.

"მე თვითონ მოვუწოდე გუშინ პრეზიდენტს, საჯარო განცხადებაა, მაგიტომ ვამბობ, შეიძლება ტექნიკურად გაწვევის პროცედურა არ არსებობს, მაგრამ ღიად რომ ეთქვა, ეს იქნებოდა პოლიტიკური გაწვევა. აქ ხომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოზიციაა. პრეზიდენტის მხრიდან, დღევანდელ განცხადებასთან ერთად უნდა ყოფილიყო კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ ამ ორი კანდიდატის გაყვანა შეუძლებელი გამხდარიყო პარლამენტისთვის,"- აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა. მანამდე საკითხი კომიტეტზე განიხილეს სადაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ყეინიშვილისა და ხომერიკის წარდგენაზე სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა. მმართველმა გუნდა ეს ფაქტი საბოტაჟად შეაფასა და თქვა, რომ პრეზიდენტს კანდიდატების უკან გაწვევა არ შეუძლია.

დღის ამბები