15 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
თუ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი დაადასტურეს, ეს საკონსტიტუციო სასამართლო უნდა დაინგრეს დღესვე - რომან გოცირიძე

მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ვიზიტებს განაგრძობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის 25-27 სექტემბერს ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის პრეზიდენტებს შეხვდება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებს.

"ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ არის კონსტიტუციაში ჩაწერილი და ამით შეიძლება გადაიფაროს ის "დანაშაული". სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის კეთების საშუალებას მას ხელისუფლება არ აძლევს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი დავით ხაჯიშვილი.

რომან გოცირიძის განცხადებით კი, "თუ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი დაადასტურეს, ეს საკონსტიტუციო სასამართლო უნდა დაინგრეს":

"თუ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი დაადასტურეს, ეს საკონსტიტუციო სასამართლო უნდა დაინგრეს დღესვე. როდესაც სალომე ზურაბიშვილს არ უშვებენ არსად, რა უნდა ქნას, მაშინ იძულებულია მიმართოს იმ გზას, რასაც უკვე მიმართა," - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს. საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, განხილვა, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება. სასამართლო განცხადებაში წერს - "განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით." 

დღის ამბები