06 ოქტომბერი 2024,   20:01
ვრცლად
სენატორი ბობ მენენდესი ეგვიპტის სასარგებლოდ მოქმედებს - BBC

სენატორი ბობ მენენდესი ეგვიპტის სასარგებლოდ მოქმედებს - ამ სათაურით სტატიას ავრცელებს.

ამერიკელი სენატორს და მის ცოლს რამდენიმე დღის წინ ქრთამის აღებაში ბრალი წაუყენეს. ბრალდებაში საუბარია მთელ რიგ კორუფციულ გარიგებებზე, სანაცვლოდ მიღებული ნაღდი ფულით, ოქროს ზოდებით და ძვირადღირებული მანქანით.

ბრალდების მიხედვით, დემოკრატმა სენატორმა თავისი გავლენა საგარეო საქმეებში, ავტორიტარების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენა.

მენენდესი სენატში ნიუ-ჯერსის შტატს წარმოადგენს. ის ერთ-ერთია, ვინც ხელი მოაწერა ნიკა მელიას დაკავების გამო ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის მიერ შემუშავებულ განცხადებას. განცხადებაში ეწერა, რომ საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დგას თავისუფლებაზე ძალადობისა და თავდასხმების გამო.

დღის ამბები