06 ოქტომბერი 2024,   20:01
ვრცლად
ჩვენ გვჭირდება არა კიდევ უფრო დიდი ძალაუფლება ევროკომისიისთვის, არამედ მჭიდრო თანამშრომლობა მთავრობებს შორის - სარა ვაგენ-კნეჰტი

გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, გერმანიის მემარცხენე პარტიის ლიდერი აკრიტიკებს.

სარა ვაგენ-კნეჰტი ამბობს, რომ ევროპა ამჟამად უაღრესად ტრაგიკულ მდგომარეობაშია და თუ ქვეყნები, მათ შორის გერმანია, პირველ რიგში საკუთარ, სუვერენულ პოლიტიკას არ გაატარებენ, ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.

მისივე თქმით, ძალაუფლება არ უნდა ჰქონდეს ევროკომისიას და უფრო მეტი გადაწყვეტილება ქვეყნებმა ინდივიდუალურად უნდა მიიღონ.

"როცა ევროპის დღევანდელ მდგომარეობას ვხედავთ, ძალიან ტრაგიკულია, რასაც გერმანიისთვის, პირველ რიგში, მძიმე ეკონომიკური შედეგები აქვს, ევროპა დანაწევრდება თუ საკუთარ პოლიტიკას არ გაატარებს, სუვერენულ პოლიტიკას, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ევროპა, ამერიკა-ჩინეთის დაპირისპირებაში ზარალდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ევროპული ქვეყნები ერთმანეთში კოოპერირებდნენ, თუმცა ჩვენ არ ვიზიარებთ, რომ უფრო მეტი და მეტი ძალაუფლება გადაეცემა ევროკომისიას, რომელიც ძალიან ახლოს არის კონცერნების ლობისტებთან და შორს ხალხისგან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დემოკრატიის ინტერესებისთვის უფრო მეტი გადაწყვეტილება იქნება ინდივიდუალურად ქვეყნებს შიგნით მიღებული.

მე მინდა კარგი ევროპული თანამშრომლობა, თუმცა თანამშრომლობა ფუნქციონირებს ქვეყნების მთავრობებს შორის და არა ევროკომისიის მეშვეობით. ის, რაც ევროკომიისგან მოდის, ნაკლებად გაზიარებულია ევროპულ საზოგადოებაში, ინდივიდუალური ქვეყნებისთვის ნეგატიური შედეგი მოაქვს, ეკონომიკისთვისაც, წესები, რომლებიც ხშირად ევროსტრუქტურებიდან მოდის მეწარმეების ცხოვრებას ძალიან ართულებს. ჩვენ გვჭირდება არა კიდევ უფრო დიდი ძალაუფლება ევროკომისიისთვის, არამედ მჭიდრო თანამშრომლობა მთავრობებს შორის", - განაცხადა სარა ვაგენ-კნეჰტიმ.

დღის ამბები