20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
რუსთავი 2-ის ადვოკატებს ნასყიდობის ხელშეკრულების დარეგისტრირებაზე უარის დასაბუთების პასუხი ჯერ არ მიუღიათ

ტელეკომპანია საქართველოს წილების დაყადაღების შესახებ ცნობილი დღეს მას შემდეგ გახდა, რაც საჯარო რეესტრმა შპს-ს მონაცემებში ცვლილებების შეტანაზე უარი თქვა. საუბარია ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომელიც 29 სექტემბერს კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელ ძმებ ყარამანაშვილებსა და დიმიტრი ჩიქოვანს შორის გაფორმდა, თუმცა დღეს ჩიქოვანის წარმომადგენელმა წილების რეგისტრაცია ვერ მოახერხა.

პარალელურად განცხადება გააკეთა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, რომლის ინფორმაციითაც სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ მისი მიმართვის საფუძველზე მიიღო.

თავის მხრივ, ტელეკომპანიის ადვოკატები უარის დასაბუთებას ელოდებიან.

„ჩვენ ოფიციალურად პასუხი ახლაც არ მიგვიღია. ეს არის კანონდარღვევა. როგორც ჩვენ საჯარო წყაროებიდან შევიტყეთ, ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელს, ამ მითიური მხარის წარმომადგენელს, რეალურად სახელმწიფოსა და ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელს, განუცხადებია, რომ სასამართლოს ტელეკომპანია საქართველოს წილები დაუყადაღებია, ეს არის კომპანია, რომელიც რუსთავი 2-ში 51 პროცენტს ფლობს, ტელეკომპანია საქართველოს წილები იმ სარჩელთან, რომელიც შეტანილია და საქართველოს სასამართლოს მიერ განიხილება არანაირ კავშირში არ არის. ის 6 მილიონი, რომელიც უნდა ჩადებულიყო კომპანიაში, არანაირ ვალდებულებას არ წარმოშობდა რუსთავი 2-ისთვის, ამ სიტუაციაში არსებულმა მესაკუთრეებმა კანონიერი გზა გამონახეს, რომ რუსთავი 2-ს ფუნქციონირება გაეგრძელებინა. ამ სიტუაციაში ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ ორკესტრირებულად სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება უკანონო თანამშრომლობის გზით ეს ფინანსირების გზაც გადაკეტეს,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები