20 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
"მიიღო ის გადაწყვტილება, რაც მიიღო," - ზურაბ ტყემალაძე რუსთავი 2-ის საქმეზე

"მიიღო ის გადაწყვტილება რაც მიიღო," -ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი ზურაბ ტყემალაძე  რუსთავი 2-ის მფლობელი კომპანიის წილებიც დააყადაღების საკითხს. 

ტყემალაძე რუსთავი 2-ს მოუწოდებს მიმართოს სასამართლოს, ან აწარმოოს მოლაპარაკებები ქიბარ ხალვაშთან და მასთან შეთანხმებით აწარმოოს საქმიანობა. 

"დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეიტლება ისეთი როგორიც უნდა მიეღო. მე ვერ გავაკრიტიკებ და ვერც გავამართლებს.ის რომ ტელეკომპანია ჩერდება და მას არაფრის უფლება არ ექნება მე ვერ გეტყვით. ეს საკითხის გასარკვევად ან სასამართლოს უნდა მიმართოს ტელეკომპანიამ ან მეორე მხარესთან უნდა მოახდინოს შეთანხმება და ასე აწარმოოს საქმიანობა", - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები