"მოსამართლე ურთმელიძის ფეხებს ქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება," - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.
გვარამია ამბობს, რომ შპს ტელეკომპანია საქართველოს წილების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება თამაზ ურთმელიძემ მიიღო.
"ირონიული და ცინიკურია, რომ ეს გადაწყვეტილება იგივე მოსამართლემ გააკეთა. თამაზ ურთმელიძე თავისუფალი მედიის წინააღმდეგ იბრძვის. ის არის ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული მოსამართლე. მას დიდი ალბათობით დიდი ოდენობით თანხა აქვს აღებული. მოსამართლე ურთმელიძის ფეხებქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება, ის ამ ქვეყანაში თავშესაფარს ვერასდროს იპოვის. ის ღუპავს ქვეყნის მომავალს და ღუპავს ხელუსუფლებას რომელსაც ემსახურება. ამ ნაბიჯით მოსამართლემ ფაქტიურად რუსთავი 2 დახურა,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.