ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი საჯარო რეესტრს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ტრანზაქცია, რომელიც რეესტრს იმავე დღეს უნდა დაერიგისტრირებინა, 2 დღის შემდეგაც არ არის დარეგისტრიტებული.
გვარამია თვლის, რომ ამ პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილი და მინისტრი თეა წულუკიანი დგანან.
"საჯარო რეესტრმა 2 დღის განმავლობაში არ დაარეგისტრირა ეს ტრანზაქცია. არადა მყისიერად უნდა მომხდარიყო. ეტყობა 2 დღის განმავლობაში ვერ მოახერხეს ივანიშვილთან შეთანხმება, მინისტრი წულუკიანი არ იყო საქართველოში. თუმცა ის ამ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული და აუცილებლად აგებს პასუხს," - აცხადებს ნიკა გვარამია.