ლეიბორისტული პარტია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გასაოცარი დემოკრატიის" მესამე წლისთავზე ოლიგარქი ივანიშვილი ფართომაშტაბიან შეტევას ახორციელებს ტელევიზიებზე, მათი ხელში ჩაგდებისა და სრული დიქტატურის დამყარების მიზნით. საქართველოს ფაქტობრივი მმართველის უშუალო დავალებითა და მითითებით, გააუქმა პოლიტიკური თოქ-შოუები ტელეკომპანია "იმედზე", მიმდინარეობს ტელეკომპანია "მაესტრო"-ს ხელში ჩაგდების პროცესი და პრაქტიკულად დაიხურა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ი. "რუსთავი-2"-ის ხელში ჩაგდებით ხელისუფლებას მიზნად აქვს დასახული, სრულად ჩაახშოს თავისუფალი და ობიექტური აზრი და ამ ფონზე არჩევნების გააყალბების გზით ქვეყანაში დაამყაროს ოლიგარქიული დიქტატურა. ლეიბორისტული პარტია მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს, ასევე, მივმართავს საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას, მოახდინონ დროული რეაგირება და აღკვეთონ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული ვნებანი,"-აღნიშნულია განცხადებაში.