20 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
„მე გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ მოახდინოს ზეწოლა მედიაზე," - ეკა ბესელია "რუსთავი 2-ზე" საუბრობს

რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიდინარე მოვლენებსა და ტელეკომპანია საქართველოს წილების დაყადაღებას ეხმაურებიან სტრასბურგში მყოფი საქართელოს დელეგაციის წევრებიც.

უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ერევა სასამართლო პროცესებში და გამორიცხავენ ყველა სახის ზეწოლას.

ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მედიის თავისუფლება მათი ხელისუფლების პრიორიტეტია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამორიცხავს ხელისუფლების ჩარევას სამართლებრივ დავაში.

„მე გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ მოახდინოს ზეწოლა მედიაზე, მე გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლება ამ სამართლებრივ დავაში ჩაერიოს. ხელისუფლება უზრუნველყოფს იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს დამოუკიდებელი და მოსამართლეებმა დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. ამ დავაში, როდესაც ეს ეხება მედიას, სადაც მხარები არიან კონკრეტული კერძო პირები და არა სახელმწიფოს წარმომადგენლები, ხელისუფლება ამ დავაში რა თქმა უნდა არ ჩაერევა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ქართული ოცნების წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, აღანიშნულ დავასთან ხელუსფლებას არანაირი შეხება არ აქვს.

„დაობენ გარკვეულ წილებთან დაკავშირებით, რასთანაც ხელისუფლებას არანაირი შეხება არ აქვს. სასამართლო გადაწყევტილება უნდა იყოს მიუკერძოებელი, სამართლიანი, უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ფაქტებს. იმედი მაქვს, რომ სასამართლო ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონით და შესაბამისად არგუმენტირებულ გადაწყვეტილებებს იღებს. თუ რაიმე არის მიუღებელი, მხარეებმა უნდა გაასაჩივრონ,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ. 

დეპუტატმა რუსთავი 2-ის წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს თავისუფალი მედია და არ იყოს მასზე ზეწოლა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები