20 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
"ეს არის გასაიდუმლოებული ტერორისტული თავდასხმა რუსთავი 2-ზე"- ნუგზარ წიკლაური

"ეს არის გასაიდუმლოებული ტერორისტული თავდასხმა რუსთავი 2-ზე,"- ასე ეხმაურება რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს დეპუტატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური.

"ეს შეტევა არა მარტო რუსთავი 2-ის, არამედ საქართველოს მომავლის წინაღმდეგ არის მიმართული. ამ გადაწყვეტილების ავტორი ბიძინა ივანიშვილია. ხელისუფლება, რომელიც ასეთ ბრძოლაზე მიდის განწირულია მარცხისთვის. ეს არის გასაიდუმლოებული ტერორისტული ტიპის თავდასხმა რუსთავი 2-ზე, სადაც ყველასთვის ყველაფერია ცნობილი გარდა იმისა ეს ვისაც ეხება,"- აცხადებს დეპუტატი წიკლაური. 

ამავე თემაზე განცხადება გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ვაშაძემაც. 

"რუსთავი 2-ის პრობლემა იქ მომუშავე ჟუნრალისტების ან კომპანიის პრობლემა არ არის, ეს არის მთლიანად დემოკრატიული საქართველოს პრობლემა და ამას უნდა პასუხის გაცემა და ხმამაღალი სიტყვა,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები