20 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
"ეს არის განსხვავებული აზრის შეზღუდვა," - ირაკლი ჩიქოვანი "რუსთავი 2-ზე" საუბრობს

რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებსა და ტელეკომპანია საქართველოს წილების დაყადაღებას თავისუფასლი დემოკრატების წევრი ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა.

უმცირესობის წევრის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ნიშნავს განსხვავებული აზრის შეზღუდვას.

„ის, რომ ესეთი რაღაცეები ხდება არჩევნების წინ ერთი წლით ადრე, მაშინ როდესაც პრაქტიკულად დაწყებულია საარჩევნო კამპანია, ეს არის განსხვავებული აზრის შეზღუდვა. ეს არის პოლიტიკური პარტიებისთვის შესაძლებლობის შეზღუდვა, რომ მათ საკუთარი პოზიციები ღიად და თავისუფლად დააფიქსირონ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რაც არ უნდა ხდებოდეს, რაც არ უნდა განსხვავებული აზრი იყოს, საზოგადოებას აქვს იმის უფლება, რომ მოისმინოს განსხვავებული აზრი,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

დღის ამბები