რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ქართველი მაყურებელი აფასებს.
თბილისში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა.
„ჩემს ქვეყანაში მინდა ისეთ ტელევიზიას ვუყურო, რომელიც ამბობს რეალურ ამბავს,“
„მე მგონია, რომ უსამართლოა, რუსთავი 2-დან ჩვენ ვგებულობთ სიმართლეს,“
„ეს არის მიზანმიმართული ზეწოლა რუსთავი 2-ზე, ივანიშვილმა ყველაფერი ხელში უნდა ჩაიგდოს,“ - ეს განცხადებები დღეს რუსთავი 2-თან დაკავშირებით თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კეთდებოდა.
საზოგადოების ნაწილი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოველენბში ხელისუფლების კავშირს ვერ ხედავს.
მოქალაქეები, რუსთავი 2-ის მაყურებელები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ გაგრძელებდა ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე, არ გამორიცხავენ, რომ ისინი თავისუფალი სიტყვის დასაცავად ქუჩაშიც გამოვიდნენ.