ტელეკომპანია რუსთავი2–ის წილების დაყადაღების შემდეგ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი ტელეკომპანია საქართველოს წილები ისე დააყადაღა, რომ კომპანიამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
ურთმელიძის გადაწყვტილება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა არხის თანაშრომლებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შეაფასა. ნიკა გვარამიას განცხადებით, ამ გადაწყვტილებით რუსთავი2-ს ყველა ფინანსური წყარო ამოეწურა.
ამ გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებად აფასებს არხის ხელმძღვანელობა. მათი განმარტებით, მთავრობის მხრიდან ზეწოლის გამო, არჩევნების წინ ხელისუფლებამ დამოუკიდებელი მედიასაშულების საქმიანობა შეგნებულად შეზღუდა.
ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციის მოთხოვნით დოკუმენტაცია კომპანიის ადვოკატებმა რეესტრში 29 სექტემბერს შეიტანეს. ხელშეკრულება ტელეკომპანია საქართველოს 100%-ის მფლობელ ძმებ ყარამანაშვილებსა და დიმიტრი ჩიქოვანს შორის გაფორმდა.
დიმიტრი ჩიქოვანი ხელშეკრულების მიხედვით ტელეკომპანია რუსთავი2–ში 6 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებასაც იღებდა, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულების დარეგისტრირება რამდენიმე დღის მანძილზე გაურკვეველი მიზეზით გაჭიანურდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ შპს საქარათველოს წილები ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე სრულად დაყადაღდა.
გადაწყვტილება ტელეკომპანიის წილის დაყადაღებასთან დაკავშირებით 30 სექტემბერს, როგორც რუსთავი 2-თან დაკავშირებულ წინა შემთხვევებში, ამჯერადაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სარჩელის შესვლიდან დაახლოებით ორსაათნახევარში მიიღო. საქალქო სასმართლოს განჩინება ტელეკომპანია საქრთვლოს წილების სრულად დაყადაღებასთან დაკავშირებით დღის ბოლოს გასაჯაროვდა.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი აცხადებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დეტალები მისთვის ცნობილი იყო. პაატა სალიასთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ტელეკომპანია რუსთავი 2–ს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდან ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. უწყებამ განცხადება მხოლოდ დღის ბოლოს გაავრცელა, სადაც ყადაღის განჩინება ნახსენები არ არის. უწყება დოკუმეტებში არსებულ ხარვეზზე მიუთითებს. განცხადებას სიცრუეს უწოდებს ადვოკატი და ამბობს რომ, იუსტიციის სამინიტროს საჯარო რეესტრი პოლიტიკურ დავალებას ასრულებს.
მოსმართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვტილებას რუსთავი 2 51%-იანი წილის მფლობელი კომპანიის დაყადაღების შესახებ უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი