რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების უფროსი კორტნი ოსტრიანი გამოეხმაურა.
კორტნი ოსტრიანის განცხადებით, შეერთებული შტატები მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება.
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება, ჩვენ ცალსახად მხარს ვუჭერთ თავისუფალ და პლურალისტურ მედიაგარემოს საქართველოში,“ - განაცხადა კორტნი ოსტრიანმა.