რუსთავი 2-ს მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის დელეგაცია. კულტურისა და მედიის კომიტეტის წარმომადგენელი ვოლოდომირ არიევი აღნიშნავს, რომ კარგად იცნობს ტელეკომპანია რუსთავი 2-ს სდა მისი თქმით, დააკვირდება როგორ განვითარდება მოვლენები და ამის მიხედვით შესაძლოა მან ტელეკომპანიის საკითხი თავის კომიტეტზე წარადგინოს.
„ყოველთვის მოხიბლული ვიყავი ერთერთი ყველაზე პროფესიონალი ქართული ტელეარხის რუსთავი 2-ის კოლექტივით. ამას ვამბობ როგორც ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი და არაერთი რეპორტაჟის, გადაცემის თუ დოკუმენტური ფილმის ავტორი. რუსთავი 2 -ს უნდა ქონდეს ჩემი მხარდაჭერის იმედი, რადგან თქვენი დამოუკიდებლობა არის მთელი ქართული საზოგადოების აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. თუ გაანადგურებენ თავისუფალ მედიას, გაანადგურებენ საზოგადოების აზრს. რის დაშვებაც არ შეიძლება. სანამ კულტურისა და მედიის საკითხების კომიტეტის წევრი ვარ, დავსვამ კითხვებს რუსთავი 2-ის შესახებ და დაგიცავთ ყველა ჩემთვის ხელმისაწვდომი მეთოდით. თქვენ კი უნდა იბრძოლოთ ბოლომდე, რაც არაერთხელ გაგიკეთებიათ,“ - განაცხადა ვოლოდომირ არიევიმ.